ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადამინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, X ნომინაციაში ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისი და ბათუმი ევროპის 39 ქალაქს შორისაა.
ცნობილ ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდაჭერა შესაძლებელია ბმულზე.
ხმის მიცემა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულ ტურისტულ ქვეყნებსა და ქალაქებს სპეციალურ ცერემონიალზე 6 ნოემბერს დაასახელებენ.
Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.
Wanderlust-მა 2022 წელს საქართველოს ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დაასახელა.
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.
Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.