ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

“კურსკის რეგიონში, სასაზღვრო რაიონებში, რჩება მძიმე ოპერატიული ვითარება. რეგიონში მტრის ძალების შემოსვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის გადავწყვიტე, 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა შემომეღო”, – ამბობს ის. 

რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობა ვრცელდებოდა უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გარღვევისა და კურსკის ოლქში ღრმად წინსვლის შესახებ.

იტვირთბა....