სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ინფორმაციას
მედია ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო.
მანამდე ის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა – დღეიდან კი ამ პოსტზე რაულ ლოლუა დაინიშნა.