“ევოლუშენ ჯორჯია” პარალიზებულია. აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიის შენობა დაკეტეს. უწყვეტი პროტესტისს გამო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კომპანიის საქმიანობა შეეწყვიტათ. შენობა დაცარიელდა, შენობის გარეთ კი ისევ ხალხმრავლობაა.
პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით დღესაც გრძელდება. თუ კომპანიასს სურს, რომ თბილისში საქმიანობა განაახლოს, დასაქმებულები უმთავრეს მოთხოვნად ისევ შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასების მატებას აყენებენ. დღის წესრიგშია უფლებამოსილების გადამეტებაში მხილებული მენჯერების სამსახურიდან გაშვებაც.
“ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი რაღაც იკადრეს, ძალიან ცუდი ხერხები გამოიყენეს ჩვენს მიმართ. ხან მისტიური კარენი გათხარეს, ბავშვებს იტაცებდნენ და სთხოვდნენ, რომ ძალით ემუშავათ ამ ადამიანებს და ერთმანეთში დაპირისპირება გვქონოდა, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდები, დავდექით ერთად და დღეს “ევოლუშენ ჯორჯია“ არის გაჩერებული და ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს არის დასაწყისი იმისა, რომ მშრომელები აუცილებლად ღირსეულ პირობებს მიიღებენ” – ამბობს გაფიცული თანამშრომელი ამიკო მაღლაკელიძე.