ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს თუ განალაგებს, მოსკოვი “სარკისებრ ზომებს მიიღებს“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს განალაგებს, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე „ცალმხრივ მორატორიუმზე“ იტყვის უარს.

“ასეთი რაკეტების, რომლებიც მომავალში შესაძლოა, აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინით, ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისკენ ფრენის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება.
აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში, ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებას. მოსკოვი მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“ – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....