ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სუს-ის გამოძიება – გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიბარეს

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაიბარეს – “პირველების” ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად ჯემალ კაშიას ელოდებიან.

ჯემალ კაშია, რომელიც უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, უარს ამბობს სუს-ში მისვლაზე და მზად არის, ჩვენება, მხოლოდ და მხოლოდ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს.

ძალიან გადავიღალე ამ უაზრო დაბარებებით, კითხვებით. ჩვენ ვეომებით რუსებს, ორკებს და მათ პატივსაცემად აკეთებენ იმისთვის, რომ მათი გული გაახარონ. რაზე მიბარებენ არ ვიცი. როდესაც უკრაინიდან ჩამოვდივარ, ათი დღის განმავლობაში სპეცსამსახურები ხან სახლში მაკითხავენ, ხან მირეკავენ, ხან შემხვდი, ხან მოდი, ხან წადი. ვერ გავიგე, რა უნდათ. დამანებონ თავი. დაგვანებონ მებრძოლებს თავი. რას ვაკეთებთ, ჩვენ ტერორისტები არ ვართ. ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე კითხვა არ დასმულა, მაგრამ დაისვა საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებით, ანუ, სამხედრო გადატრიალება ხომ არ ხდება საქართველოში. ჩვენ, უკრაინაში მებრძოლები, არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ ვახდენთ საქართველოში. ეს ჩვენი ქვენაა და გვიყვარს ეს ქვეყანა”, – ამბობს ჯემალ კაშია.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
  • ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ “ტერაქტთან დაკავშირებით” გააფრთხილა.
იტვირთბა....