ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობა „წარმატებული ქართველების დაფასებისთვის“ 250 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო:

„წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი,“ — წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში სტატია განახლდება.

იტვირთბა....