ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, ვინ არის პირი, რომელსაც ГРУ–ს ოფიცრის მანქანის აფეთქება ედება ბრალად

დააკავეს პირი, რომელსაც მოსკოვში, სამხედრო დაზვერვის  (ГРУ) ოფიცრის მანქანის აფეთქება ედება ბრალად. დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

ეჭვმიტანლი თურქეთში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს. 

აღსანიშნავია,რომ ეჭვმიტანილი აფეთქების შემდეგ თურქეთში მოსკოვი-ბოდრუმის რეისით ჩაფრინდა. რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ის, თურქეთის პოლიციამ დააკავა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, მიმდინარეობს დაკავებული პირის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები.

ცნობისთვის, 24 ივლისის გამთენიისას მოსკოვში აფეთქდა Toyota Land Cruiser-ი, რომელიც, მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს, ანდრეი ტორგაშოვს ეკუთვნოდა. აფეთქების შედეგად, ტორგაშოვმა ორივე ტერფი დაკარგა, სახეზე დაზიანებები მიიღო მანქანაში მჯდომმა ქალმაც.

იტვირთბა....