ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქ კატმანდუში, მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN– ი ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების თანახმად, Saurya Airlines-ის ავიაკატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა.
პოლიციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი გადამზიდი კომპანიის თანამშრომლები იყო.
ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, თვითმფრინავი კატმანდუდან ქალაქ პოხარაში მიემართებოდა და ის აფრენისას, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩამოვარდა. მისი განმარტებით, თვითმფრინავი ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად უნდა გაფრენილიყო.