ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დეზინფორმაცია და რუსული სტილის პროპაგანდა” – თინა ბოკუჩავა სუსის განცხადებაზე

დეზინფორმაცია და რუსული სტილის პროპაგანდა, – ასე აფასებს “ერთიანობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა სუსის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში მყოფი ყოფლი მაღალჩინოსნები ამზადებდნენ.

ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდის ეს კოსნპირაციები წარუმატებელი იქნება, რადგან ის მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩნებას ემსახურება.

ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით 26 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც ის საბოტირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, იქნება უკიდურესად წარუმატებელი. ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფოემაცია, რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ ივანიშვილის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

სახელიმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც სუსში გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ომის ვეტერანებს იბარებენ, ლილუაშვილის უწყება მოკლე განმარტებას აკეთებს.

სუსი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების” სხვა ლიდერების ლიკვიდაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები აორგანიზებდნენ, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად მოქმედი ელისუფლების დამხობას ისახავდა.

იტვირთბა....