ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი ხდება, მმართველი პარტიიდან ვის დაუწესა აშშ–მა სავიზო შეზღუდვები – რა დამატებით ზომებზე მუშაობენ დიპლომატები?

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშ ჰაკის განცხდებით, სახდეპმა 6 ივნისს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მმართველი პარტიის ათობით თანამდებობის პირს, პარლამენტარებსა და სამართალდამცველებს:

ჰაკის თქმით, შეზღუვები დაუწესდა იმ პურებს, პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

“6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან დაკავშირებული ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება”  აღნიშნა ჯოშ ჰაკიმ კონგრესში მოსმენის დაწყებამდე, სადაც საქართველოში მოახლოებული არჩევნების თემაზე დღეს უნდა იმსჯელონ.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, ჯოშ ჰაკიმ კონგრესს უთხრა, რომ  მუშაობენ დამატებით ზომებზე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად, რომელიც “მათ შორის მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას”

შეგახსენებთ, აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა

იტვირთბა....