ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დონალდ ტრამპზე თავდასხმის გამო, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. 

კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, ჩიტლი წერს, რომ საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ერის ლიდერების დაცვა და რომ სააგენტო „ამ მისიას ვერ გაართვა თავი“ 13 ივლისს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ მას ყური დაუზიანა.

შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემ, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდამსხმელი კი საიდუმლო სამსახურმა გაანეიტრალა. მისი ლიკვიდირება ადგილზე მოხდა.  FBI-ს ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის  მეთიუ კრუკსია.

იტვირთბა....