ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუსი აცხადებს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს სახელისუფლებო არხებმა – ისინი ეყრდნობოდნენ წყაროს, რომელსაც თავად ეს ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

„ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, – წერია სუს-ის განცხადებაში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუსი „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

იტვირთბა....