თბილისში, თერგის ბაზრობასთან ახალგაზრდა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 23 ივლისს თერგის ბაზრობის მიმდებარედ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.