ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიისთვის 100 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო – ABC News

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო კამპანიისთვის 100 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABC News-ი ავრცელებს.

ფულის დიდი ნაწილის კვირა დღიდან, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ორშაბათამდე შეგროვდა. თანხა „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა შეაგროვა.

ტელეარხის ცნობით, ამავე პერიოდში დაახლოებით 58 ათასი ადამიანი არჩევნებში მოხალისედ მონაწილეობის მისაღებად ჩაეწერა, რაც საშუალო მაჩვენებელს 100 ჯერ აღემატება.

ბაიდენმა 21 ივლისს გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის საპრეზიდენტო რბოლას ეთიშება და მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ნაცვლად „დემოკრატიული“ პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში ჰარისი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მისი ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა.

იტვირთბა....