კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მედიის ცნობით, აღნიშნული კომენტარი ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. აღნიშნულის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.