შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას.
“ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“ – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.