ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში გლოვაა – ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი საკუთარ სახლში გადაასვენეს

გორში გლოვაა – ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.

კახა ზურაბიშვილს მეგობრები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. თავდაცვის ძალების გარდაცვლილი თანამშრომლის სახლთან ადგილობრივები დილიდან იკრიბებიან.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კახა ზურაბიშვილი საკუთარი საქმის პროფესიონალი და ერთგული იყო, ამიტომ მოქალაქეები კატეგორიულად უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ავიაკატასტროფა მის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოეწვია.

არ ვიცით, რა მოხდა. ძალიან კვალიფიციური და განათლებული პილოტი იყო. თავმდაბალი, წესიერი და თავისი საქმის უერთგულესად ვიცნობდი”, – ამბობენ მოქალაქეები.

ცნობისთვის, ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე ჩამოვარდა.

ბოლნისის რაიონში, სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა – თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერიტორია თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა უკვე დატოვეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დოკუმენტაციაა ამოღებული. ამასთანავე, გამოიკითხა მოწმეები და მოხდა საფრენი აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება.

იტვირთბა....