ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – პრეზიდენტი შტატებს მადლობას უხდის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების გამო.

სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ერს თავისუფლებისმოყვარე ხალხის შთაგონების წყაროდ დარჩენას უსურვებს.

ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს. საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენს გზაზე დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე. ვუსურვებ ამერიკელ ერს, რომ დარჩეს მთელ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერების შთაგონებად დარჩეს”, – წერს პრეზიდენტი “X”-ზე.

იტვირთბა....