უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. როგორც ცნობილია, 2012 წლის შემდეგ ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
ორბანი დღეს სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.