ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ლელომ” პარტიული ოფისი ჩხოროწყუში გახსნა

მამუკა ხაზარაძის პარტია რეგიონებში ოფისების გახსნას აგრძელებს – “ლელომ” ამჯერად პარტიული ოფისი ჩხოროწყუში გახსნა.

სიტყვით გამოსვლის დროს მთავარი აქცენტი არჩევნებზე და პრორუსული ხელისუფლების დამარცხების აუცილებლობაზე გაკეთდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას ევროპას აშორებს და რუსეთისკენ მიყავს.

გარდა ამისა, ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა  ეროვნულ ნაკრებს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატებზე აჩვენეს.

დღეს არაჩვეულებრივი შეხვედრიდან გამოვდივარ, ჩხოროწყუელებთან – იმ ხალხთან, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც უნდა, რომ შეცვალოს 12-წლიანი ეს გაჩერებული საქართველო და ჩვენ ამას გავაგრძლებთ, როგორც დაგპირდით ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხი არის მოტივირებული, ადმაიანებს უნდათ პროგრესი, უნდათ ევროპა – ადამიანებს პროგრესი გაკეთებული აქვთ, ახლა არის მთავარი – თითოეულმა ჩვენგანმა ვირწმუნოთ, რომ ეს გამარჯვება არის ძალიან ახლოს და 26 ოქტომბერს, ჩვენ რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკური ასპარეზიდან,” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

იტვირთბა....