“გახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!” – დღეს, 20 ივნისს, 19:00 საათზე თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება. ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია.
“ვფიქრობთ, რომ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას.
2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავმჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… “ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ, ეროვნულ იდეებს. 20 ივნისი, 19:00, პარლამენტის წინ”. – წერენ აქციის ორგანიზატორები.