ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად”– კუბილიუსი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე

“ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქართველო არ შევა იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც გაწევრიანებაზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გაიტანა უცხოური აგენტების შესახებ კანონი”– ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ფორმულას” ეთერში.

ევროპარლამენტარის თქმით, აგენტების შესახებ კანონი ევროპული ყველა ინსტიტუტისა და ქვეყნების უმრავლესობის მიერ შეფასდა როგორც ღრმა და უხეში დარღვევად.

“როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირის ელჩები, რომლებიც მთავრობებს წარმოადგენენ, ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ მთავრობათაშორის კონფერენცია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების დაწყებაზე დაიწყება ივნისის ბოლოს და ეს გაკეთდება. საქართველო არაა ამ სიაში. ანუ რა მოხდება მომავალში, ჩვენ ამას ვიხილავთ, მაგრამ ნათელია, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქართველო არ შევა იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც გაწევრიანებაზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გაიტანა უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც შეფასდა ევროპული ყველა ინსტიტუტისა და ქვეყნების უმრავლესობის მიერ, როგორც ღრმა და უხეში დარღვევა კოპენჰაგენის კრიტერიუმისა. საქართველო არღვევს კოპენჰაგენის კრიტერიუმს და იმ დროს, როცა ირღვევა კრიტერიუმი ასეთი კანონების მიღებით, საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად”– აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა, რეკომენდაციაში არაა ნახსენები საქართველო.

 

იტვირთბა....