სახელმწიფო ბიუჯეტი 360 მლნ ლარით იზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, შესაბამისი ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა ძალაში. მანვე განმარტა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, კულტურა, თავდაცვა, რეგიონული განვითარება, განათლება და ა.შ.
„ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მლნ ლარი. ზრდა გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა, რეგიონული განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანი ასევე, არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. კიდევ უფრო მეტი ზრდის დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.