პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 23 მაისს გასცა განკარგულება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ.
ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ“” – წერია განკარგულებაში.
ფეხბურთელები, რომლებსაც ღირსების ორდენი გადაეცათ
- გიორგი მამარდაშვილი
- გიორგი ლორია
- ლუკა გუგეშაშვილი
- სოლომონ კვერკველია
- საბა საზონოვი
- გურამ კაშია
- გიორგი გველესიანი
- ლაშა დვალი
- ლუკა ლოჩოშვილი
- ოთარ კაკაბაძე
- გიორგი გოჩოლეიშვილი
- ვლადიმერ მამუჩაშვილი
- ლევან შენგელია
- გიორგი წიტაიშვილი
- ოთარ კიტეიშვილი
- ნიკა კვეკვესკირი
- გიორგი ჩაკვეტაძე
- სანდრო ალთუნაშვილი
- გიორგი ქოჩორაშვილი
- ჯაბა კანკავა
- ანზორ მექვაბიშვილი
- ზურიკო დავითაშვილი
- ხვიჩა კვარაცხელია
- გიორგი მიქაუტაძე
- ბუდუ ზივზივაძე
- გიორგი ქვილითაია.
მთავარი მწვრთნელი
- ვილი სანიოლი
მწვრთნელი
- ფაბიენ ბოსუე
მწვრთნელი
- ადელ შედლი
მწვრთნელი
- ზურაბ ხიზანიშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
- ლევან კობიაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
- დავით მუჯირი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
- კახა ჭუმბურიძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების პერსონალი ღირსების მედლით დაჯილდოვდა
- მიხეილ აბრამიშვილი – ნაკრების ფიზიოთერაპევტი
- გიორგი ბჟალავა – ნაკრების ფიზიოთერაპევტი
- თენგიზ გულბანი – ნაკრების ფიზიოთერაპევტი
- დევიდ ვები – ნაკრების ასისტენტ მწვრთნელი
- გიორგი ჩანგელია – ნაკრების ექიმი
- დავით ხარაბაძე – ნაკრების ექიმი
პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება – ეს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერებს უპასუხა. თბილისის მერი ამტკიცებდა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.