რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე – თბილისიის საპელაციო სასამართლომ გორელი მოქალაქის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა, გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, კანონიერად ცნო, ხოლოდ სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.
ახლა პროკურატურამ ბაბაევს ბრალი თავიდან უნდა წარუდგინოს და ამის შემდეგ სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გორელ ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთის, ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.
ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა.
თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ბაბაევს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ეს შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს.