ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთმა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა. თუმცა რისთვის, ტრადიციულად არ კონკრეტდება.

“რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა,” – წერია განცხადებაში.

რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად, 2004 წელს, “მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის” ბრალდებით, გამოაცხადა. 2005 წელს საქმე, სავარაუდოდ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა.

შეგახსენებთ, რუსეთმა სხვადასხვა დროს, ძებნილთა სიაში შეიყვანა: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი წინამორბედი პეტრო პოროშენკო, უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ოლექსიი დანილოვი, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი…

იტვირთბა....