ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძემ თსუ სათადარიგო შესასვლელით დატოვა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა. ახალგაზრდები სკანდირებდნენ “მონა,” “მოღალატე.”

თსუ-ის მე-2 კორპუსთან, ამ დრომდე, შეკრებილები არიან აქციის “დახვდი კობახიძეს” მონაწილეები. ისინი აცხადებენ, რომ კობახიძე და “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები ცალსახად პრორუსულია. მათივე თქმით, გუშინ ე.წ ტიტუშკების მიერ სტუდენტის, ნიკო მანაგაძის ცემა ხელისუფლების მორიგი მცდელობა იყო, რომ ჩაეხშოთ საპროტესტო მუხტი. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად უნივერსიტეტთან მისული იყო საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ლექციაზე სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა. უნივერსიტეტში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.

იტვირთბა....