იოსებ ბაბაევის ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მის სახლში მოსამართლემ უკანონოდ მიიჩნია და დაუშვებლად ცნო. რუსული კანონის მოწინააღმდეგე გორელი ბიზნესმენი საპატიმრო დაწესებულებას, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს.
დღეს, სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ლევან დარბაიძის წინაშე ბაბაევი წარსდგა. ბიზნესმენმა იმ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ განახორციელეს.
ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი გუშინ, 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა.