ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვავმა საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩაკეტა

დარიალის ხეობაში, ზემო ლარსის სასაზღვრო საგუშაგოსკენ  მიმავალი გზა ორივე მიმართულებით ჩაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის  საზღვარზე დიდი ზვავი ჩამოწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება.

უწყება ამბობს, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან “დარიალი” მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

იტვირთბა....