შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, – ინფორმაციას გომელაურის უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, მეზობელსა და მის მეგობარს სანადირო თოფიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.კ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.