ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში დაკავებულ აქტივისტს, იოსებ ბაბაევს დაზიანებები აღენიშნება

გორში დაკავებულ აქტივისტს, იოსებ ბაბაევს დაზიანებები აღენიშნება | აქტივისტის ადვოკატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაბაევს დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში ბაბაევის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სასამართლო ჩხრეკის კანონიერებას სწავლობს
ცნობისთვის, ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი გორში გუშინ დააკავეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ღამით აიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას უკანონო იარაღის ფლობას ედავებიან. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა, როგორც ახლობლები ამბობენ, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში ჩაუდეს, ამის შემდეგ კი სცემეს.
იტვირთბა....