ახალი ამბები

ქუთაისის სპორტულ სკოლაში პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა

ქუთაისში, ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში, პედაგოგი მოსწავლეს თმებში სწვდა, – ამის შესახებ “მთავარ არხს” მოზარდის დედა უყვება.

მშობლის თქმით, თავდაპირველად ფაქტს იქ მყოფი ბავშვებიც ადასტურებდნენ და ეს სპორტული სკოლის დირექტორთან საუბრისასაც აღნიშნეს, თუმცა ამ ეტაპზე თვითმხილველი მოზარდები ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუნახავთ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ბავშვის დედამ უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოს.
ასევე არსებობს მტკიცებულებები, სადაც დაზარალებულ ბავშვს თანატოლები წერენ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უხეში ფორმებით მიაყენა.

ასევე მშობელი ამბობს, რომ როგორც გაარკვია ტანვარჯიშის წრეზე სიარული უფასოა, ის კი ყოველთვიურად პედაგოგს თანხას უხდიდა.
ქუთაისის სპორტულ ააიპში ამბობენ, რომ ფაქტს მოიკვლევენ და დაინტერესდებიან, დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გატარდება

მშობელს ამ ეტაპზე სატელევიზიო კომენტარი გაკეთება არ სურს.
წყარო – მთავარი არხი 

იტვირთბა....