ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში-რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვინჯიშვილი დაიღუპა. ის ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა და ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ გაავრცელეს.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....