აქტუალური თემა საზოგადოება

ხინკალი 12%-ით გაძვირდა- საქსტატი

ბოლო ერთ წელში ფასები ყველაზე მეტად, 12,3 პროცენტით ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა. უფრო ზუსტად:

ავტომობილის რეცხვა გაძვირდა 41%-ით;
ბენზინი – 32%-ით;
ავტომობილის შეკეთება 16%-ით.
7,7-პროცენტიანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში. კერძოდ:

რესტორანში ხინკალი გაძვირდა 12%-ით;
ყავა კაფეში – 12%-ით;
ლუდი კაფეში – 5%-ით;
ხაჭაპური რესტორანში – 5%-ით.
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა ჯამში 3,5 პროცენტით:

ლუდი – 10%-ით;
ჩამოსასხმელი ღვინო 8%-ით.
ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად:

ნიორზე – 99%-ით;
მწვანილზე – 68%-ით;
ატამზე – 66%-ით.
მთავრობას 2024 წლისთვის ქვეყანაში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3 პროცენტი აქვს მიჩნეული. მაისის წლიური მაჩვენებელი ამ ნიშნულზე დაბალია.

იტვირთბა....