ახალი ამბები კულტურა მთავარი

ქართველი კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა

90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა.  ჯერ არ არის ცნობილი თუ სად დაკრძალავენ მას.

კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.

ის არის რეჟისორი ფილმებისა: “მოდის მატარებელი”, “აეროპორტი”, “გზაში”(1964), “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”(1967), “დიდედები და შვილიშვილები”(1969), “პირველი მერცხალი”(1975), “ნამდვილი თბილისელი”, “იმერული ესკიზები”(1979), “უკვდავების თეთრი ვარდი”(1985). არის ავტორი წიგნისა “მხიარული მოთხრობები”.

იტვირთბა....