ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვინც ჩვენზე ამბობს, რომ მოღალატეები ვართ, საკუთარ სახლში მოიკითხონ მოღალატეები” – ვიქტორ ჯაფარიძე

“ხალხის ძალის” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უხერხულობას არ გრძნობს იმის გამო, რომ რუსულ კანონს ხელი მოაწერა და ამბობს, რომ ყველა მის ქმედებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

ჯაფარიძე მათ, ვინც რუსული კანონის ხელმომწერებს მოღალატეებს ეძახის, ურჩევს, რომ “საკუთარ სახლში მოიკითხობ მოღალატეები”.

ჩემს ქმედებაზე, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ. ასე გეგონათ თქვენც, თქვენს პარტნიორებსაც და თქვენს მეპატრონეებსაც, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, მაგრამ მივიღეთ. ისინი ვინც ამას ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ ქვეყნისთვის საზიანო კანონი მივიღეთ, ესენი არიან ვინ? ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც კოდორის ხეობა ჩააბარეს, რომლებმაც ქუჩაში ადამიანებს ხოცავდნენ, რაღაც არ მახსოვს მაშინ აღშფოთებული შარლ მიშელი და მისი კოლეგები. ვინც იმას ამბობს, რომ მოღალატეები ვართ, თაფლით გამოირეცხონ პირი, ვინც ამას ამბობს და საკუთარ სახლში მოიკითხონ მოღალატეები”, – ამბობს ჯაფარიძე

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოდადებულ კანონს უმრავლესობის დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

იტვირთბა....