ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდში ქმრის მიერ ცოლის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე?

ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის კაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ “23 მაისს, ზუგდიდში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა”.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო რვა დღეში საქართველოში ოთხი ქალი მოკლეს. 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში ფემიციდის შვიდი შემთხვევა აღირიცხა.

იტვირთბა....