ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ თსუ-ს მეორე კორპუსი შეძახილებისა და პროტესტის ფონზე დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველ შაბათს ლექციას ატარებს, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები დღეს ისევ თსუ-ს მეორე კორპუსთან შეიკრიბნენ, რათა კობახიძეს პროტესტით დახვედროდნენ. უნივერსიტეტთან იმყოფებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

მთავრობის მეთაური სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე შევიდა. არსებული ინფორმაციით, პრემიერმა ლექცია პარტიულ აქტივსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა. შემდეგ კი შენობა შეძახილებისა და პროტესტის ფონზე, დაცვისა და პოლიციის თანხლებით, დატოვა. მას მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია.

იტვირთბა....