“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამერიკის დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებს რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ასე ეხმაურება:
“ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე”, – წერს მდინარაძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების ახალი პოლიტიკა, რომელიც შეეხებათ იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.