მოსკოვი “ქართულ ოცნებას” ისევ აქებს – კობახიძის შეთქმულების თეორიამ, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე უპრეცედენტო თავდასხმებმა და მათ მიმართ ბრალდებებმა რუსული პროპაგანდისტული მედიისა და რუსი პოლიტიკოსების აღტაცება გამოიწვია:
პრემიერის განცხადებებს იწონებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდას იმეორებს:
“საკმაოდ საფუძვლიანი განცხადებაა პრემიერისა იმაზე, რომ ეს ინტერესი არსად წასულა. გასაგებია, რომ აქ საუბარია რუსეთის პოზიციებზე მორიგ თავდასხმაზე. რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია” – ამტკიცებს კარასინი.
რუსი სენატორი ოკუპირებული ყირიმიდან, სერგეი ცეკოვი კი “ოცნების” გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს აქებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ამბობს, რომ საქართველოში “საღად მოაზროვნე” პოლიტიკოსები გამოჩნდნენ.
“ძალიან გონივრული, სწორი განცხადებაა. კარგია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ. ეს საქართველოს ნამდვილი პატრიოტისა და რეალისტი პოლიტიკოსის განცხადებაა” – ამბობს ცეკოვი
იტვირთბა....