BBC-ის ფოტორეპორტიორი ლუკა ღვინიაშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გადამეტებით დააკავეს, მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა. ღვინიაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება ფოტომასალა იყო, სადაც მისი დაკავებაა ასახული.
ღვინიაშვილის გარდა დღეს 2400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა კიდევ ერთ აქტივისტს.
“პროცესზე არამც თუ უტყუარად, არამედ ვერ დადასტურდა ვერანაირად, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს რაიმე ტიპის სამართალდარღვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძლაიან სახიფათო ტენდენციაა სასამართლოში დამკვიდრებული. სასამართლოს განმარტებით, თუკი ხმოვანი სიგნალი შსს-სი გამოაცხადებს, რომ აქციაზე მოქალაქეები უნდა დაიშალონ, ამას უკვე მიიჩნევენ მოწოდებად და იმ საათების განმავლობაში, არამც თუ იმ წუთერად, ვინც იდგება იმ ტერიტორიაზე, ყველას ცნობენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. მათ შორის, მედიის წარმოამდგენლებსაც ცნობენ სამართალდამრღვევად. მოწოდების საფუძველზე მან არ დატოვა ტერიტორია. ის დგა მშვიდად და იღებდა კადრებს მხოლოდ. ორივე პირი იყო ნაცემი”, – ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.
დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ 10 აქტივისტის საქმე უნდა განიხილონ.