ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია

ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს. ისრაელის მთავრობის ეს ნაბიჯი ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება. „დღეს მე ირლანდიასა და ნორვეგიას ძლიერ სიგნალს ვუგზავნი: ისრაელი ამას ჩუმად არ უყურებს. ახლახან მე დუბლინიდან და ოსლოდან შემდგომი კონსულტაციების მიზნით ელჩების ისრაელში დაბრუნების ბრძანება გავეცი“, – განაცხადა ისრაელ კაცმა. რამდენიმე წუთის წინ, ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს ესპანეთი და ირლანდიაც აღიარებს.

იტვირთბა....