ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

Video: “მადლიერებას გამოვთქვამთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეკლესია დგას იქ სადაც არსებობს საღი აზრი” – არჩილ თალაკვაძე

პატრიარქის თანამოსაყდრე რუსული კანონის გამო ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ღიად ამბობს, რომ ამ კანონს ეკლესიაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ამის პარალელურად კი არჩილ თალაკვაძეს პასუხისმგებლობის ისრები ოპოზიციისკენ და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისკენ გადააქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერებას გამოვთქვამთ ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს. დგას იქ, სადაც არსებობს საღი აზრი და სადაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის გაერთიანებული. დღევანდელმა დღემ და სასულიერო პირების განცხადებებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ეკლესია როგორც ყოველთვის, ისტორიულად აწმყოშიც და მომავალშიც ასთე იქნება, დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, დგას იმ ფასეულობების, იმ უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, რომელიც ფუნდამენტური იყო საქართველოსთვის და იქნება მომავალშიც.
რა თქმა უნდა, მან გააკეთა იგივე მითითება, რაზეც სამწუხაროდ, წინასწარი უარი განაცხადა რადიკალურმა ოპოზიციამ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა და რამდენიმე არასამთავრობომ. დღესაც გაისმა მოწოდებები, რომ თუ არსებობს არგუმენტაცია, ეს უნდა იყოს მსჯელობის, განხილვის საგანი და არა დაპირისპირების,“ – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

იტვირთბა....