ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მგზავრთა ნაწილი გათავისუფლებულია: თვითმფრინავის გამტაცებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ქრონოლოგია ეგვიპტეში თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომელსაც „რუსთავი 2“ აქვეყნებს:

11:25 – #EgyptAir-ის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრები და 4 უცხოელი რჩება.

11:16 – #EgyptAir-ის ცნობით, გამტაცებელთან მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა ყველა მგზავრი გარდა თვითმფრინავის ეკიპაჟისა და 5 სხვა ქვეყნის მოქალაქისა.

11:08 – მედიის ცნობით, გატაცებული თვითმფრინავიდან კვიპროსის დედაქალაქ ლარნაკას აეროპორტში 20 მგზავრი გაათავისუფლეს.

10:53 – სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ცნობით, გატაცებული თვითმფრინავის პილოტს ერთერთი მგზავრი ე.წ. თვითმკლველის ქამრით, ასაფეთქებელი მოწყობილობით დაემუქრა.

10:45 – ეგვიპტეში თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლის ბორტზეც 81 მგზავრი იმყოფებოდა.

ავიახაზების წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, რომ გამტაცებლებმა თვითმფრინავის კაიროს ნაცვლად კვიპროსში დაშვება მოითხოვეს.

ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ A320 შიდა რეისს ალექანდრიიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა.

იტვირთბა....