ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კვირიკაშვილი CNN-თან ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი CNN-თან ინტერვიუში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე, ეკონომიკურ ზრდასა და ირანთან ურთიერთობაზე საუბრობს.

“ამ წელს ჩვენ 3.5%-იან ზრდას ველოდებით, მომავალ 2017 წელს კი საქართველოს  ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება.” – აცხადებს კვირიკაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშორი ასეთი მნიშვნელოვანი მაშინ, როცა ბრიტანეთმა შესაძლოა დატოვოს ევროგაერთიანება, როცა ევროპას მიგრანტების სახით მძიმე დღე უდგას და სხვა პრობლემების წინაშეა, კვირიკაშვილი პასუხობს, რომ საქართველო ევროპაა და ბუნებრივია, სურს ევროკავშირის წევრობა.

“იმიტომ, რომ ჩვენ ევროპა ვართ. ჩვენ ვხედავთ ევროპას როგორც სივრცეს, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რაც ქართველ ხალხს სურს რომ მიაღწიოს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 25% ოკუპირებული აქვს, ამის მიუხედავად გვსურს დავანახოთ მსოფლიოს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გვსურს, თუმცა არ ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე კონფლიქტების მოგვარებას. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უფლება დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები ნატოში გავწევრიანდეთ თუ ევროკავშირში.” – აცხადებს კვირიკაშვილი.

რაც შეეხება ირანს, კვირიკაშვილი ამბობს, რომ ირანი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

“ვფიქრობ, ევროპელი ინვესტორებისთვის საინტერესო უნდა იყოს რეგიონში არსებობდეს ქვეყანა კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც დააკავშირებს მათ რეგიონის სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებთან. სწორედ ამიტომ ვცდილობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ირანთან მჭიდრო თანამშრომლობას.”-აცხადებს კვირიკაშვილი.

 

იტვირთბა....