თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ., 1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მათ საკეტი გატეხეს, ბინაში შევიდნენ და ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მოპარული ძვირფასეულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ზარალმა 14 307 ლარი შეადგინა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით).