იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დღეს დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით“. – წერია ბავშვთა კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის მეგობარმა მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ბავშვი კარგად არის და სიარულსაც შეძლებს.
ბეგაშვილის 14 წლის შვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.