ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თვითმფრინავი, რომელშიც 82 მგზავრი იყო, გაიტაცეს

ავიაკომპანია Egyptair-ის თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან ქაიროში შიდა ფრენებს ახორციელებდა, გაიტაცეს, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. თვითმფრინავში 82 მგზავრი იყო.

გამტაცებლებმა მფრინავს სთხოვეს, რომ თვითმფრინავი კვიპროსში დამჯდარიყო, ამის შესახებ ავიაკომპანიის სპიკერი იუწყება.

კუნძულის სახელმწიფო მაუწყებელმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ლარნაკაში დაეშვა.

განვითარებული მოვლენების შესახებ „მეტრონომი“ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.

იტვირთბა....