ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში ცეცხლი გასხნეს, რის გამოც კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლში განგაში გამოცხადდა.
CNN-ის ინფორმაციით, კონგრესის თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და მხოლოდ თავშესაფრის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მისცეს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის ოფიცერი დაჭრა.
„კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ, რათა მომხდარი ფაქტი გამოვიძიოთ“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა ალის კიმმა.
სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმის მოპირდაპირედ მდებარე ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელი ჩაკეტეს.
ამასთან, პოლიციის დეპარტამენიტის ინფორმაციით, ჩაკეტილია კაპიტოლიუმის შენობა და საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება.